LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნებისმიერი საეჭვო გამონაყარის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს-რას აცხადებს ეპიდემიოლოგი

მაიმუნის ყვავილის გადაცემის თვალსაზრისით სქესობრივი კონტაქტები რისკის შემცველია – მაია ბუწაშვილი

დაპოსტა 2022/06/16-ში
A A
306
ნახვა
გაზიარება

საქართველოში გუშინ ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, საბედნიეროდ, ყვავილივით მძიმედ არ მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა პანდემიის ხასიათს.

„პირველი შემთხვევის დაფიქსირება ყოველთვის პანიკას იწვევს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე 30-მდე ქვეყანაშია რეგისტრირებული, ახალი არაფერია, რომ ჩვენთანაც დაფიქსირდეს. თუმცა, მღელვარების ტალღამ არ უნდა გადაგვიაროს. პრობლემა ნამდვილად არსებობს, აქტუალურია, თუმცა, პანდემიურ ხასიათს მიიღებს თუ არა, ეს არ ვიცით. სხვადასხვა ინფექციური დაავადების ბევრი ასეთი აფეთქება ყოფილა ხოლმე, რომელსაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სპეციალისტები.

აუცილებელი არ იყო, რომ პანდემიური ხასიათი მიეღო ასეთ აფეთქებას, უბრალოდ ახლა, კოვიდით შეშინებულები ყველაფერზე ძალიან გადაჭარბებულ ყურადღებას ვამახვილებთ. მაგალითად, “მერსი”, უკიდურესად მძიმე დაავადება ისე იყო 2012-2015 წლებში, რომ ჩვენმა მოსახლეობამ საერთოდ ვერ გაიგო. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი აფეთქება სულ იქნება და ამის გამო მუდმივად შფოთვაში ყოფნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყურადღება გვჭირდება, ინფორმირებულობა კარგია, მაგრამ უნდა დაველოდოთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაგვეწევა. რაც შეეხება თავად ამ დაავადებას, თავიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ე.წ. მაიმუნის ყვავილი ჩუტყვავილას დაუკავშირეს. ჩუტყვავილა აბსოლუტურად სხვა ინფექციაა, მაიმუნის ყვავილი კი სულ სხვა ჯგუფს მიეკუთვნება. მას მსგავსება აქვს ე.წ. ყვავილის ვირუსთან. თუმცა,

საბედნიეროდ, ყვავილივით მძიმედ არ მიმდინარეობს. მაიმუნის ყვავილი ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. სიმპტომებით კი ჰგავს: იწყება, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, მაღალი ტემპერატურით და დაახლოებით, 3 დღის შემდეგ გამონაყარი ჩნდება. ყურადღებას იქცევს ის, რომ ხელისა და ფეხის გულებზეცაა გამონაყარი. თუმცა, სხეულის სხვა ნაწილებშიც. ბუშტუკოვანი გამონაყარია, ამით შეიძლება ჰგავდეს ჩუტყვავილას, თუმცა მისგან განსხვავებით, ბუშტუკებში შემდგომში მღვრიე ჩირქოვანი შიგთავსი დგება, თანდათანობით ფუფხებს გაიკეთებს და დასცვივდება. შესაძლებელია, პატარა ნაწიბურებიც დატოვოს კანზე. შემთხვევათა უმრავლესი ნაწილი თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა პროცესი შეიძლება 2-3 კვირა მიმდინარეობდეს.

ადამიანი აუცილებლად იზოლირებული უნდა იყოს. საბედნიეროდ, ამ აფეთქებას, აფრიკის კონტინენტის გარეთ ჯერჯერობით ლეტალური გამოსავალი არ ჰქონია. თუმცა, აფრიკის კონტინენტზე უკვე 2000-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული და რამდენიმე ათეული სიკვდილის შემთხვევა იყო. ეს მაღალი ალბათობით იმას უკავშირდება, რომ მოცემულ ქვეყნებში სამედიცინო სერვისები იმდენად განვითარებული არ არის და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში უფრო ადეკვატურად ხდება სიმპტომური მკურნალობა. რომც მიიღოს უფრო გავრცელებადი ხასიათი, დღეს სამედიცინო საზოგადოება ბევრად უფრო მომზადებული შეხვდება ამ ინფექციას, ვიდრე ეს კოვიდის შემთხვევაში იყო. ეს ვირუსი სქესობრივი გზითაც გადამდებია ისევე, როგორც ბევრი სხვა ინფექცია. რადგანაც ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტით გადადის, თავისთავად ცხადია, რომ სქესობრივი კონტაქტიც ერთ-ერთი გადაცემის გზაა.

კიდევ უფრო მაღალია რისკი ჰომოსექსუალური კონტაქტების დროს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკრეტულად ამ ჯგუფის დაავადებაა და ჰეტეროსექსუალებს არ ემართებათ. ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ სქესობრივი კონტაქტები ე.წ. მაიმუნის ყვავილის გადაცემის თვალსაზრისით რისკის შემცველია. ამასთან ერთად, მსხვილი წვეთების გაფრქვევით ინფიცირებულ ადამიანიდან ჯანმრთელზე შესაძლოა გადამდები იყოს. ჰაერით გადამდები არ არის და წვეთებით გადამდებ ინფექციებთან შედარებით, მაგალითად, გრიპზე უფრო ძნელად გადადის. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რა მიმდინარეობა შეიძლება შეიძინოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვებიც, ორსულებიც მაღალი რისკია და ასე მოსახლეობის კატეგორიზაცია არ შეიძლება.

გარკვეულწილად, იმუნური ფენაცაა. ის ადამიანები, რომლებიც ყვავილზე არიან აცრილები, გარკვეული დაცვა, რა თქმა უნდა, ყვავილის ვაქცინასაც აქვს და დღეს ეს ვაქცინაც ითვლება ერთ-ერთ იმედად, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ავამოქმედებთ. შესაძლოა 80%-ზე მეტი ეფექტურობა ჰქონდეს და ვინაიდან ყვავილის ვაქცინა მთელი ცხოვრების მანძილზეა ეფექტური, გარკვეული იმუნური ფენა ამიტომ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები 100%-ით დაცულები იქნებიან, ასევე არ ნიშნავს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს და ვაქცინაცია დაიწყება, ყვავილზე აცრილი ადამიანების ხელახალი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს ყველაფერი ასე არ არის, უბრალოდ კოვიდთან მიმართებით სპექტრი შეიცვალა. თუკი კორონავირუსის დროს უფრო მეტად რისკის ჯგუფში ხანდაზმულები შედიოდნენ, მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში უფრო მაღალ რისკად ბავშვები და მოზარდები ითვლებიან.

ერთ-ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ისიც კი ახსენა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ასაკობრივ ჯგუფს გავუშვებთ წინა ხაზზეო. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც ნაადრევი ვარაუდებია. იმედია, ეს საჭირო არ გახდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს არაერთი ვაქცინა და თანაც, ამ ვაქცინაზე არ იქნება ის უნდობლობა, რამაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ძალიან შეუშალა ხელი. ვისაც ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინის ეშინოდა, ყვავილის ვაქცინა უკიდურესად ტრადიციული ვაქცინაა. ეს იყო პირველი ვაქცინა, რომელიც მე-18 საუკუნეში კაცობრიობამ შექმნა. არსებობს ანტივირუსული მედიკამენტებიც და შესაბამისად, სიფხიზლე, ყურადღება, ინფორმირებულობა აუცილებელია, მაგრამ არა იმ მასშტაბის შფოთვა, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე, “- განაცხადა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი“.

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით 4 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმება დაიწყება
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით მძღოლებისათვის გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა მატულობს. გზებზე გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ისაუბრა. ჯღარკავას ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ჩაქვში – ავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება
კულტურა

ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება. როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, პენიტენციური აქვეყნებს იმ საკვების ჩამონათვალს, რომლის შეტანასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძლებენ....

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოავლინეს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები დამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას,...

დაწვრილებითDetails

როდის უნდა ველოდოთ გაზის ტარიფის ზრდას

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

ბუნებრივი აირის ტარიფები საქართველოში 2026 წლის დეკემბრამდე უცვლელად შენარჩუნდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ამჟამად ქვეყანაში გაზის 1-წლიანი ტარიფები მოქმედებს. შეგახსენებთ, სემეკ-ის მიერ მოქმედი ტარიფების 1 წლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში პური და ფქვილი გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
მთავარი

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პური 16%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი. რაც შეეხება თვიურ...

დაწვრილებითDetails

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება. საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ესკიზის შენახვა
მთავარი

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. თვითდასაქმებულები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანია "მაქსიმში" მგზავრობის ტარიფი არ დაკორექტირებულა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

დაწვრილებითDetails

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"