LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაია ცქიტიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე- ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ

მაია ცქიტიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე- ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ

დაპოსტა 2021/01/26-ში
A A
169
ნახვა
გაზიარება

ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ  არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება.  –  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,  მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა,  რაზე შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს, მთავრობა იღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ეს არ არის პირველი, ან ერთადერთი შეხვედრა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის პროცესში ჩართული ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესში, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც, ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ  არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, უკვე ერთი წელია ვახორციელებთ, როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და არსებობს საკმაოდ მაღალ დონეზე. გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, იმ საერთო, ზოგადი ვითარების ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის  ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსგავსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამას ეფუძნება არსებული  შეზღუდვების მოხსნის გეგმაც.

ბიზნესს, ისევე, როგორც საჯარო სივრცეში ისმოდა კითხვები, რომ  ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკაში უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ამიტომ, დღეს, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძის მონაწილეობით ჩატარდა ეს შეხვედრა. ჩვენ, დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა  და მათ შორის, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის, საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს“, –  აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები წულუკიძეები არიან

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები წულუკიძეები არიან
მთავარი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები - რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია აბუსერიძის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ინფორმაცია  რეზო წულუკიძის...

დაწვრილებითDetails

სიმამრის მკვლელობისა და სიდედრის გაუპატიურებისვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18...

დაწვრილებითDetails

ლოცვა პატრიარქის ჯანმრთელობისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

გულმხურვალედ შევავედროთ უფალს და დედაღვთისმშობელს ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.. პატრიარქი კლინიკაშია და მისი ჯანმრთელობა საყურადღებოა.. გთხოვთ წაიკითხეთ, და გაავრცელეთ: ლოცვა სნეულთათვის: შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე,...

დაწვრილებითDetails

დაცვის პოლიციის და საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების...

დაწვრილებითDetails

27 წლის გიზო მარანელს ოჯახი ეძებს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
27 წლის გიზო მარანელს ოჯახი ეძებს
მთავარი

თბილისში 27 წლის  გიზო მარანელს ოჯახი ეძებს. " 2 კვირა გავიდა დედი.გელოდები და მჯერა, რომ დაბრუნდები. უმორჩილესად გთხოვთ კეთილო და ღვთისნიერნო ადამიანებო, ვიღაცას ამსგავსებენ ჩემს შვილს, ან იქნება და მართლაც...

დაწვრილებითDetails

ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება-კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია. „პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის...

დაწვრილებითDetails

აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი....

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქმენეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქმენეთის მოქალაქეები დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

17 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

17 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"