რუსეთს ამჟამად აქვს იმ რაკეტების არაუმეტეს 45%, რომლებიც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი.
უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსეთს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით აქვს.
„მათ, დაახლოებით, აქამდე არსებული [„ისკანდერების“] 20% აქვთ, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა „კალიბრებთან“ დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია“, – აცხადებს სკიბიცკი.









