საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე, ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.
„მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე, ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ“,- განაცხადა პრემიერმა.