კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
რევაზ სოხაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერო, მთელ გუნდს ნდობისთვის. იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სოხაძემ.
ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.