ქართველ კაცს რომ ქეროლაინის მკვლელობა ეღიარებინა, “ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Facebook-ში ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა საბერძნეთში მომხდარ სასტიკ მკვლელობას.
ჟურნალისტი მადლობას უხდის უცნობ ქართველს, რომ იგი არ გატყდა.
ამასთან აკრიტა შინაგან საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს.
“ქართველ კაცს რომ ქეროლაინის მკვლელობა ეღიარებინა, “ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა”. ხარალამბოს ანაგნოსტოპულოსი ასე გააგრძელებდა ცხოვრებას, იქნებოდა უბედური მეუღლე და კარგი შვილი. მიხალის ხრისოხოიდისი (მინისტრი) კიდევ ერთხელ დაამარცხებდა კრიმინალს და საზოგადოება მშვიდად იქნებოდა, რომ ერთი კიდევ “ცუდი უცხოელი” ციხეში ჩაჯდა. მადლობა, მადლობა უცნობო ქართველო, რომ არ გატყდი!”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.