LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მაგას დავამთავრებ და დავასამარებ” – მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე

დაპოსტა 2019/10/16-ში
1.2k
ნახვა
გაზიარება

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რამდენიმე დღის წინ, თამთა თოდაძე, რომელიც ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ტელეეთერში დებატები შესთავაზა. როგორც ჯიშკარიანის უფლებადამცველი ამბობს, მის შეთავაზებაზე თოდაძის ადვოკატისგან უარი მიიღო.

რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე! არ ელოდნენ, რომ ამ სიბინძურეში შევყვებოდი, რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს. თოდაძესა და მის ადვოკატებს ახალი რა შევთავაზე? ტელეთერში კითხვები უნდა დავუსვა ამ საწყალ, დაჩაგრულ გოგოს, მე მონსტრმა და იმ ჯოჯოხეთურმა პიროვნებამ, რა მონსტრიც შექმნეს ჩემგან. მე არ ვთამაშობ, არავინ მაფინანსებს რაღაცა მიზნებისთვის. ვარ თავისუფალი და გავიტან ამ საქმეს ბოლომდე. ეგენი არიან მატყუარები და მანიპულატორები. ჩემს შეთავაზებაზე დებატებთან დაკავშირებით მათ უარი განაცხადეს. ადვოკატმა მითხრა, ეს საარჩევნო პოლიგონს დაემსგავსაო. მათ გახადეს პოლიგონი და შეფუთეს ეს ყველაფერი სიბინძურედ. აიგდეს ამხელა კაცი და ფეხქვეშ გათელეს მისი რეპუტაცია, რომელსაც წარსული აქვს, მეუღლე ჰყავს და შვილები ჰყავთ.

– თუმცა მარიამ პროკურატურამ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა თქვენს კლიენტს…

– საერთოდ რისთვის უნდა ყოფილიყო გირაო გამოყენებული? ბრალი რატომ წარუდგინეს გეკითხებით! ბრალი არ უნდა წარედგინათ, მტკიცებულება არ არის საქმეში. პირდაპირ ჩანს განცხადებიდან და დასკვნიდან, რომ თამთა თოდაძე იტყუება. ბატონ ილიას გირაო საერთოდ არ უნდა შეფარდებოდა, თუმცა იმიტომ დავეთანხმე, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო.

primetime.ge

თეგები: დაპირისპირებათამთა თოდაძეილია ჯიშკარიანიმარიამ კუბლაშვილისექსუალური ძალადობა
გაზიარება682

დაკავშირებული -პოსტები

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

ნოემბერი 20, 2025
156
მთავარი

მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის...

დაწვრილებითDetails

“მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს” – გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა

ნოემბერი 20, 2025
146
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას ღია წერილით მიმართავს: გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას. მოგესალმებით! მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. საქმე გახმაურებულია,...

დაწვრილებითDetails

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნოემბერი 20, 2025
42
მთავარი

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით,  ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები  ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.  ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
769
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
64
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
1.9k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
184
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
79
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
212
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
38
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».