აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.
აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს 7 კვირა გრძელდება. მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
დიდ მარხვაში მიცვალებულთა ხსენების დღე სამჯერ აღენიშნება: ყველა ეკლესიაში აღესრულება დიდი პანაშვიდი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილთა სულები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.
ლოცვა მიცვალებულთათვის
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!









