LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ

დაპოსტა 2025/05/29-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება

დღეს ამაღლებაა, ეს ლოცვა კი ყველა ქრისტიანის ოჯახში უნდა შესრულდეს.

“ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

ნახეთ, მაცხოვრის ამაღლების შესახებ:

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.

პირველი – მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

გაზიარება404

დაკავშირებული -პოსტები

სკოლის მოსწავლე სახლის უკან ჩამომხრჩვალი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ჩხოროწყუს ერთ-ერთ სოფელში სკოლის მოსწავლე სახლის უკან, ჩამომრჩვალი იპოვეს. “გურია ნიუს ის”წყაროს ინფორაციით, 16 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა. სხვა დეტალები, უცნობია. წყარო ...

დაწვრილებითDetails

“ქუთაისი 2010” საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
“ქუთაისი 2010” საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია
მთავარი

საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა! "ქუთაისი 2010" - ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ - ჩემპიონი გახდა! გადამწყვეტი ბრძოლა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თერჯოლაში ავარიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ერთი პირის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა. ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი გარდაცვლილი მეგი კუპრაშვილია. როგორც ცნობილია ავტომობილი ხეს შეეჯახა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო.

დაწვრილებითDetails

ავარიას იმერეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა. "ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო.

დაწვრილებითDetails

მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 2 პირს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 2 პირს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

„ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს. გადაწყვეტილებებბის გამოცხადებამ სასამართლო დარბაზებში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

მდინარე ალაზანზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
მდინარე ალაზანზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე ალაზანზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
მთავარი

საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ. „კურორტ საირმის“ ვიზიტორები ირმების ნახვას არა მხოლოდ ტყესა და სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
საარჩევნო უბნებთან რიგები ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული...

დაწვრილებითDetails

“გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, როგორი დაპირისპირებაა „გუნდში“ ” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება,- ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა

by მეგა TV
მაისი 30, 2025
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"