LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ლოცვა პატრიარქის ჯანმრთელობისთვის

დაპოსტა 2026/03/17-ში
A A
281
ნახვა
გაზიარება
გულმხურვალედ შევავედროთ უფალს და დედაღვთისმშობელს ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა..
პატრიარქი კლინიკაშია და მისი ჯანმრთელობა საყურადღებოა..
გთხოვთ წაიკითხეთ, და გაავრცელეთ:

ლოცვა სნეულთათვის:

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონა ესე შენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გთხოვთ უწმინდესის სახელზე ვთქვათ 100 -ჯერ:
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა.
გაზიარება112

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში „წითელი ნუსხაში” შეყვანილი წაბლის ჩეხვის ფაქტი დადსტურდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
იმერეთში „წითელი ნუსხაში” შეყვანილი წაბლის ჩეხვის ფაქტი დადსტურდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში, ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები წულუკიძეები არიან

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები წულუკიძეები არიან
მთავარი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები - რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია აბუსერიძის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ინფორმაცია  რეზო წულუკიძის...

დაწვრილებითDetails

სიმამრის მკვლელობისა და სიდედრის გაუპატიურებისვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18...

დაწვრილებითDetails

დაცვის პოლიციის და საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების...

დაწვრილებითDetails

27 წლის გიზო მარანელს ოჯახი ეძებს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
27 წლის გიზო მარანელს ოჯახი ეძებს
მთავარი

თბილისში 27 წლის  გიზო მარანელს ოჯახი ეძებს. " 2 კვირა გავიდა დედი.გელოდები და მჯერა, რომ დაბრუნდები. უმორჩილესად გთხოვთ კეთილო და ღვთისნიერნო ადამიანებო, ვიღაცას ამსგავსებენ ჩემს შვილს, ან იქნება და მართლაც...

დაწვრილებითDetails

ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება-კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია. „პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის...

დაწვრილებითDetails

აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი....

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქმენეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქმენეთის მოქალაქეები დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

17 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

17 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"