ლონდონის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
“ბიბისის” ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია.
მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა ახლომდებარე შენობებიდან.
ლონდონის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძარი სადგურ Elephant and Castle-ზე გაჩნდა.
ადგილზე 20-მდე სახანძრო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.










