ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარა.
„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები გააზრებულად და სისტემატურად ირჩევენ დაბომბვისთვის სამოქალაქო ობიექტებს, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ლიეტუვის პარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის აგრესია გენოციდად აღიარა და სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.
ლიეტუველი დეპუტატების აზრით, ასეთი ტრიბუნალი უნდა იყოს უფლებამოსილი, დააკავოს ქვეყნების მეთაურები, მთავრობების თავმჯდომარეები და სხვა სახელმწიფო მოხელეები.









