ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრილიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 000 ვაქცინას გადასცემენ. ლიეტუვა ვაქცინებს ჯამში 3 ქვეყანას აჩუქებს.
“ლეტუვამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 000 ვაქცინა, საქართველო – 15 000 ვაქცინა, მოლდოვა – 11 000 ვაქცინა. პატარა ნაბიჯია ლიეტუვისგან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპაში შემოგვიერთდებიან ამ სოლიდარობაში უფრო მეტისთვის”, – წერს ის.
თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო მეგობარი ქვეყნისგან, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.
ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრილიუს ლანდსბერგისი “Twitter”-ზე აქვეყნებს.