ლიეტუვაში ბელარუსის სოლიდარობის აქციაში დაახლოებით 50 000 ადამიანი აპირებს მონაწილეობის მიღებას. ისინი ვილნიუსიდან ბელარუსის საზღვრამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ.
აქციის სახელწოდებაა „თავისუფლების გზა“. ორგანიზატორები მის მონაწოლეებს მოუწოდებენ თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვან. მასში მონაწილეობის მიღებას ლიეტუვის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრის და ასევე ექს პრეზიდენტები დალია გრიბაუსკაიტე და ვალდას ადამკუსი აპირებენ.