ქუთაისელი მხატვარი თავის ნამუშევარს “სამაია”, რომელშიც ცეკვას მამაკაცები ასრულებენ 5 000 ლარად ყიდის.
მხატვარი პოსტს სოციალურ ქსელში აქეყნებს.
“მეგობრებო, სანამ ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამ ცეკვის ისტორია დავსერჩოთ იქნებ 🙂 სამაია წარმართული რიტუალია.
„სამაია“ — წარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვა. ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე. ტერმინი „სამაია“ ანუ „სამა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, აღნიშნავს „როკვას, შუშპარს“.” – წერს ლია უკლება პოსტის კომენტარში.
ქუთაისელმა მხატვარმა ლია უკლებამ “სამაია” ნინო სუხიშვილის ჰომოფობიური განცხადების პასუხუდ გასული წლის ივლისში დახატა. როგორც მხატვარმა განაცხადა “სამაია”, რომელშიც ცეკვას კაცები ასრულებენ, სწორედ ნინოს სიტყვებით იყო ინსპირირებული.
მას შემდეგ, რაც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორმა ლევან აკინმა ხელის შეშლაში დაადანაშაულა, ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ცეკვა კაცურია”, ჰომოსექსუალი კაცი კი აქამდე სუხიშვილების ანსამბლში არ ჰყოლია.
ლია უკლებას თქმით მისთვის გაუგებარია, როგორ დაადგინა ნინო სუხიშვილმა, ჰყავდა თუ არა ანსამბლში ჰომოსექსუალი კაცი.