ეს არის უკიდურესი ცინიზმი – ასე აფასებს ,,ლელოს’’ წევრი, ლანა გალდავა გრიგოლი კარასინის ინიციატივას თბილისში ,,რუსული ენისა და კულტურის ცენტრის” გახსნასთან დაკავშირებით.
,,მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაფერი კეთდება დეოკუპაციის მიმართულებით და საოკუპაციო ხაზი ყოველდღიურად იწევს, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და ასამართლებენ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ ისევ უკანონო პატიმრობაშია, საქართველოს მოქალაქეები ვერ მიდიან სალოცავებში და საფლავებზე დატყვევების შიშით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის – გრიგორი კარასინის ინიციატივა ა.წ. დეკემბერის თვეში თბილისში ,,რუსული ენისა დაკულტურის ცენტრის” გახსნის შესახებ არის უკიდურესი ცინიზმი.
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უფრო ეფექტურად გამოიყენოს საერთაშორისო ფორმატები და მწვავედ დასვას საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მტკივნეული საკითხები. რაც შეეხება კულტურულ ურთიერთობებს, არ შეიძლება მავთულხლართები საღმართვის პარალელურად ოკუპანტის კულტურის ცენტრის გახსნა!’’ – განაცხადა ლანა გალდავამ.