ლეიკემიითა და ტუპერკულოზით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისში გაიმართა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა 35-ე საჯარო სკოლის ტერიტორია და დაირგო 35 ძირი კედარი.
აქციის მიზანია ეკო სისტემის გაუმჯობესება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ლეიკემიითა და ტუპერკულოზით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაში პროკურატურისა და სახალხდო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხეები დარგეს უნივერსიტეტების, კოლეჯების, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლებმა და აღსაზრდელებმა.