ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ალექსანდრე მამალაძე დაიღუპა. ტრაგედია 6 თებერვალს, საღამოს საათებში მეგობრების თვალწინ დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, პირველადი ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მაღალი ძაბვის დენთან შეხებაა.
გარდაცვლილი ალექსანდრე მამალაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. გლოვობენ ახალგაზრდას სკოლაში, სამეზობლოში და ყველა განიცდის მომხდარს.
“პირველ რიგში ძალიან მინდა სამძიმრით დავიწყო და ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო. ეს მართლა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლისთვის, ოჯახისთვის და ყველანი განვიცდით მომხდარს. ეს მძიმე ამბავი ჩვენთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ რაც ვიცით, ის არის, რომ ალექსანდრე მამალაძე გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რკინიგზის ტერიტორიაზე, გადასასვლელი სადაც არის, იმ ტერიტორიაზე და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. ამ უბედური შემთხვევის მიზეზი, როგორც ამბობენ, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიასთან კონტაქტია, რასაც მოყვა ფატალური შედეგი.
ამ წუთას მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მიერ შემთხვევის ადგილის ოფიციალური შესწავლა, ამიტომ ზუსტ დეტალებს ალბათ უწყება გაავრცელებს. ასეთი მძიმე ტრაგედია მოხდა და ვფიქრობ, ჯობია, შეფასებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ, დაველოდოთ გამოძიებას და სამძიმარი ვუთხრათ ბავშვის ოჯახს. არ მინდა გავრცელდეს რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია…განაგრძეთ კითხვა










