ლევან საგინაშვილის მორიგი ტრიუმფი – ქართველმა მკლავჭიდელმა EAST WEST-ის ღონისძიება მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა.
საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ლევანმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა კარიერაში პირველად მიიღო.
ლევან საგინაშვილს მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული.
შედეგად, ლევან საგინაშვილმა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი დაიცვა. ის ტიტულს აპრილში, დევონ ლარეტის დამარცხების შემდეგ დაეუფლა.
ღონისძიების ბოლოს ლევანმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს:
“მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას”