ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი წავიკითხე კორონავირუსთან და მის თვისებებთან დაკავშირებით და ამ ვირუსის ოჯახის დაავადება პირველად აღწერილია 1930 წელს, როგორც დაავდების გამომწვევი და აქედან გამომდინარე, ერთ ოჯახში 40 სახეობაა, 7 არის, დღევანდელის ჩათვლით, ცხოველიდან ადამიანზე გადამცემი.
გაირკვა, რომ განსაკუთრებით, ახალ კორონავირუსს არ ახასიათებს სეზონურობა, ანუ ის გარემოპირობებზე დამოკიდებული არ არის – არც მზეზე და არც ყინვაზე. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ისაა, რომ სამყაროში ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი, რომელიც ორი სახისაა: პოსტ-იმფექციური და პოსტ-ვაქცინაციური იმუნიტეტი. ჩამოყალიბებული იმუნიტეტის შემთხვევაში დაავადების შემცირება, ან სრული ლიკვიდაცია მოჰყვება.
იმედია, ჩვენი ქვეყანა ამას გადალახავს და ყველა ერთად დავძლევთ და ძალიან მალე ეს იქნება პროცესი, რომელიც სამყაროსგან ლიკვიდირებული იქნება, ან მიიღებს სპორადულ ხასიათს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.