უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი The Insider-თან ამბობს, რომ ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოს ძებნილადაა გამოცხადებული:
“მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი ქართული ლეგიონის მებრძოლების ძებნილთა სიაში შეყვანა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს წასულიყვნენ. მათ უთხრეს: “აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ”. არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილი რუსეთში იყოს ექსტრადირებული. მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად გავამყარებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა” -ამბობს მამულაშვილი










