ქართველ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს დღეს, 31 ოქტომბერს დაკრძალავენ. მსახიობს დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან, 14:00 საათზე გამოასვენებენ.
თენგიზ არჩვაძეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.










