“13 ნოემბერს, წმინდა ასიათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ადამიანსა და დიდ ქართველ სპორტსმენს, ლაშა ტალახაძეს, საქართველოს სახელის მსოფლიოში ღირსეულად წარმოჩენისთვის, უბოძა მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი ვულოცავთ ბატონ ლაშას ამ საპატიო ორდენის მიღებას! უფალმა დალოცოს და გააძლიეროს იგი!” – წერს საქართველოს სამეფო სახლი სოციალურ ქსელში.
“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი
მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...










