ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობაში ქართველი ძალოსანი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო.
ჯერჯერობით, გამოსვლა მხოლოდ ატაცში დასრულდა. ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე- 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია.
ასევე დაგაინტერესებთ: