“ისევ მოხდა არმოსახდენი!.. სკოლაში მოვედით და სამასწავლებლოში მისალმებაზე პასუხად მივიღეთ: ,,ცუდი ამბავია, სიმარა გარდაიცვალა…” გონებაში ვერ მოთავსდა აზრი, რომ ეს სიმარა ჩვენი მეცხრეკლასელი გოგონა შეიძლებოდა , ყოფილიყო… ლამაზი, შავთვალება, სუფთა, წყნარი, მორცხვი, მომღიმარი… ძმასთან, მამედთან, ერთ კლასში სწავლობდა… რა მოხდა, არავინ იცის. ზოგი ამბობს, ყვავილიაო, ზოგი – წითელააო. ალბათ, სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს ამ საშინელების მიზეზს… მთელი სკოლა ტირის, გლოვობს… ჩვენ ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებს, თანატოლებს – ყველას… უფალო, ნუ შეამთხვევ მსგავს საშინელებას ნურც მტერსა და ნურც მოყვარეს – ნურც ერთ დაბადებულს, ამინ…”
დმანისში, ირგანჩაის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი სიმარა მამედოვაა.
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 4 წლის გოგონას, გაბრიელა ლახინას გარდაცვალების საქმეზე მისი დეიდა დააკავეს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიების ვერსიის თანახმად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კრისტინა...










