ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესები ნოემბრის ნაცვლად დეკემბერში ჩატარდება გეგმისამებრ, გრიგორიადისის საქმე დღეს, 15 ნოემბერსა და 17 ნოემბერს უნდა განეხილათ.
სხდომის გადადების მიზეზი არ იციან. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, პროცესების ჩატარების ზუსტი თარიღები.
ნოემბრის პროცესების გადადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, გრიგორიადისის საქმის ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის გახანგრძლივება, კერძოდ კი, ორი სხდომის დამატება მოითხოვა.
“წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ თავის მტკიცებულებებს არ მოხსნიდა და ყველა მტკიცებულება იქნებოდა გამოკვლეული, შესაბამისად, დაიმატა ორი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარემ. გამომდინარე აქედან, ჩვენც დაგვიმატებს სასამართლო ორ სხდომას და 17-ის მაგივრად, ალბათ, დასრულდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში” – თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა.










