რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთს 6-7 აპრილს ეწვევა, – ამის შესახებ CNN Türk თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ლავროვის ვიზიტის დროს განიხილება სავაჭრო, ენერგეტიკა და ორმხრივი ურთიერთობები. გარდა ამისა, განიხილება უკრაინის ომი და ყარაბაღის საკითხი” – წერს გამოცემა.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ერდოღანის თქმით, პუტინი შესაძლოა თურქეთს აპრილში ეწვიოს.