“ქარი ქრის ვერხვებში” – ლადო მესხიშვილის თეატრმა საზოგადოებას კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა.
https://www.facebook.com/113616115371346/videos/538941953583850/
პირველ ოქტომბერს მაყურებელი ჟერალდ სიბლეირასის ორ მოქმედებიან სპექტაკლი აბსურდის ელემენტებით ,,ქარი ქრის ვერხვებში” იხილა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელი ნინო მაღლაკელიძე.
რენე, გუსტავი და ფერნანი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანები არიან. ისინი ერთად ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში. მონოტონურ ყოველდღიურობას დაბადების დღეები არღვევს, რომლებსაც ყოველთვის ჯიუტად აღნიშნავს მოწყალების და-მადლენი.
ხანდახან ისეც ხდება, რომ რომელიმე მოხუცი საიქიოში გაემგზავრება. მაშინ გასვენებაზე იყრიან ხოლმე თავს. თავშესაფარს ორი ტერასა აქვს და ამათგან უფრო პატარა მთლიანად ამ სამ მოხუცს აქვს დასაკუთრებული. მათ არ სურთ სხვების მიღება და სხვა ამბების გაზიარება. ტერასაზე ქვის ძაღლის ძველი ქანდაკება დგას. ის, თითქოს, მეოთხეა ამ კომპანიაში, სამეგობროს სრულუფლებიანი წევრია.
ფერნანს თავში ბრძოლიდან გამოყოლილი ტყვიის ნამსხვრევი აქვს ჩარჩენილი. მისი მტკიცებით, მოწყალების და მადლენი მობინადრეებს დაბადების დღეების მიხდვოით არჩევს. ამაში დარწმუნებულია, რადგან ორი დაბადებია დღე არასოდეს ემთხვევა ერთმანეთს. და აი, ერთხელაც, თავშესაფარში დასახლდება მოხუცი, რომელსიც 12 თებერვალსაა დაბადებული, ფერნანის დაბადებია დღეს. ეს ამბავი პანიკაში ავდებს ფერნანს და გაპარვის გეგმას აჩქარებს. მეგობრები დიდხანს ბჭობენ, სად წავიდნდნ და საბოლოოდ, მაღალ გორაკს აირჩევენ, სადაც ქარისგან მუდმივად ირხევიან ვერხვები. გუსტავის ახირების გამო, თან წაათრიონ ძაღლის უზარმაზარი და მძიმე ქანდაკება, რენე უარს ამბობს. მოხუცები გაჰყურებენ მოშრიალე ვერხვებს და მათ ფონზე – გადამფრენ ფრინველებს.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები, დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი. სპექტაკლის მხატვარია თამარ გურგენიძე, რეჟისორის ასისტენტი ვახტანგ ამანათიძე.
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი 27 სექტემბერს სპექტაკლით “ძვირფასი პამელა” გახსნა.