კურორტ საირმეში ხანძარია. ცეცხლი ბიზნესმენ თემურ კოხოძის კუთვნილი სასტუმრო „საირმის“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, სადაც წინასწარი ინფორმაციით, სარემონტო საუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე ბაღდათის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან.
ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში
მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.









