LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის – Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

დაპოსტა 2025/12/01-ში
62
ნახვა
გაზიარება

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის – Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან „კურორტი საირმის” სამ ობიექტზე დაიწყებს ოპერირებას: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.

„კურორტ საირმეს” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ნიკა კოხოძის განმარტებით, მსოფლიო დონის ბრენდის ქართულ კურორტზე გამოჩენითა და Ensana-სთან თანამშრომლობით საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ნიკა კოხოძე, „კურორტ საირმეს” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „Ensana-სთან თანამშრომლობა საირმისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს. ამ თანამშრომლობისადმი ჩვენი ძლიერი ნდობისა და რწმენის დასტურად, მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა შევძლოთ სხვადასხვა სეგმენტის სტუმრების მომსახურება. Ensana-ს ჩართულობით საირმეში შეიქმნება მსოფლიო დონის დასვენების პირობები და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონის სოციალური კეთილდღეობის ზრდას”.

Ensana გეგმავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სამედიცინო ველნეს მომსახურებების გაფართოებასა და საირმის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჯანმრთელობისა და რეკრეაციის ცენტრის გაძლიერებას. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ბუნებრივი მინერალური წყლების უნიკალურ თვისებებზე, თანამედროვე სამედიცინო პროგრამების ინტეგრირებასა და მომსახურების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებაზე.

Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფრენკ ჰალმოში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საირმეში ოპერირება გარდამტეხი მნიშვნელობისაა. მისი თქმით, „კურორტი საირმე” თავისი მდებარეობით, ბუნებითა და მინერალური წყლებით იდეალურად ერწმის Ensana-ს ექსპერტიზასა და ფილოსოფიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.

ფრენკ ჰალმოში, Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას. შევათავსოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და კულტურა ჩვენს საუკუნოვანი ტრადიციის მქონე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სპა-თერაპიებთან. გვსურს, საერთაშორისო მოგზაურებს გავაცნოთ კიდევ ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც სულ უფრო იპყრობს გლობალური აუდიტორიის ყურადღებას. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ სხვა ლოკაციებსა და სასტუმროებსაც ვაკვირდებით, ასე რომ, Ensana-ს ბრენდი მალე იმედია, ძალიან ცნობილი გახდება საქართველოში”.

Ensana გეგმავს „კურორტ საირმეს” პოპულარიზაციას ინოვაციური განახლებების გზით, როგორებიცაა გაფართოებული ბალნეოთერაპიის პროგრამები, ეკოლოგიურად სუფთა ობიექტები და ადგილობრივებთან პარტნიორობა კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად. სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების კეთილდღეობის ინიციატივებისა და საერთაშორისო მარკეტინგის ხელშეწყობით, კომპანიის მიზანია საქართველოს და საირმის პოზიციონირება, როგორც გლობალური ველნესისა და ჯანმრთელობის სპა-ცენტრის წამყვანი ადგილისა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, პატივს სცემს მის ბუნებრივ და კულტურულ საგანძურს.

Ensana-ს შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ველნეს ტურიზმის სწრაფ ზრდას. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საირმის პოზიციას ევროპულ ბაზარზე და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ისე ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის.

 

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დეკემბერი 2, 2025
21
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად საკითხებსა და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. გაეცით, რათა მიიღოთ. კურო იყავით დაკვირვებული და მოზომილი, რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში. ტყუპები ისიამოვნეთ, დატკბით რეალობით. სათანადო...

დაწვრილებითDetails

მესამე ღამის გათევა მოუწევთ დედებს წვიმაში და სიცივეში- სალომე სიმონია

დეკემბერი 1, 2025
155
მთავარი

ასეთი სევდიანი სახით შეხვდნენ ღამენათევი ბალდელი ქალები მარტვილის მერის, გიორგი ნაჭყებიას უარს - რომელმაც ღია ცის ქვეშ მყოფ, ყველასგან უყურადღებოდ დატოვებულ დედებს და ბებიებს შეხვედრაზე უარი უთხრა, პასუხის ღირსად არ...

დაწვრილებითDetails

BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – სუს

დეკემბერი 1, 2025
78
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და...

დაწვრილებითDetails

“ელისაშვილის საქმე ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“” – სააკაშვილი

დეკემბერი 1, 2025
74
მთავარი

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას, -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 1, 2025
164
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან გამყარდა – განახლებული კურსი

დეკემბერი 1, 2025
65
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7020 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ვინ უნდა იყოს ფრთხილად დეკემბერში

დეკემბერი 1, 2025
115
მთავარი

დეკემბერი ბევრ ნიშანს წარმატებასა და პოზიტიურ გარდაქმნებს პირდება, თუმცა ასტროლოგების თქმით, სამი ზოდიაქო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეხვდეს თვეს. ეს არ ნიშნავს უიღბლობას — უბრალოდ საჭიროა მეტი სიფრთხილე გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებსა და...

დაწვრილებითDetails

დეკემბრის იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 1, 2025
138
მთავარი

ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, დეკემბერი ენერგეტიკულად აქტიური თვეა, სადაც რამდენიმე განსაკუთრებული დღე სხვადასხვა ნიშნებისთვის წარმატებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას და დადებით შეჯახებებს მოიტანს. ქვემოთ წარმოდგენილია თვეში ის თარიღები, როდესაც ზოდიაქოს ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 3 კვირიანი ძებნის შედეგ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 1, 2025
1.4k
მთავარი

ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქალი, რო­მელ­საც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. "ინფო იმე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ქალს და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნივ­თე­ბი ბო­ლოს გუ­მა­თ­ჰე­სის წყალ­სა­ცავ­თან იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო...

დაწვრილებითDetails

წვიმა, ქარი…- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

დეკემბერი 1, 2025
69
ამინდი

არემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთაში თოვლი. 3 დეკემბრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».