ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს – ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში.
55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის ქელეხიდან გამოსული მასში ჩაჯდა.
მისი მდგომარეობა მძიმეა.
ოზურგეთის მედალფას კლინიკაში აცხადებენ, რომ:-“პაციენტს, ტერფი ძვლები აქვს დაზიანებული, შეგვეძლო აქ მკურნალობა. მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნით, თავისივე შესაძლ;ებლობით წავიდა თბილისში, შემდგომი მკურნალობის მიზნით”
სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული, ახლო საზღვარგარეთიდან, საქართველოში, სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ავტომობილებიც შემოჰქონდა და ყიდდა.
მისი სახელი და გვარი გასული საუკუნის 90 იან წლებში, რამდენიმე კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებდა.









