კრემენჩუგის დაბომბვის შესახებ, ოფიციალურკ ინფორმაცია გავრცელდა:
კრემენჩუგის თბოელექტროსადგურს და კრემენჩუგის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას გუშინ მტრის 9 რაკეტა მოხვდა
სამწუხაროდ, 1 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა ყველა ხანძარი ლოკალიზებულია.
თბოელექტროსადგურის დაბომბვის გამო ქალაქის თითქმის ყველა უბანში ცხელი წყალი არ არის.