LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

დაპოსტა 2026/02/10-ში
4
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულამ 3 პუნქტით იკლო და 50 გახდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განმარტებით, 100 – ბალიან შკალაზე 50 საშუალო შედეგია, ხოლო საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს.

„კორუფციის აღქმის ინდექსი ძირითადად ზომავს, თუ რამდენად არის კორუფციისადმი მოწყვლადი ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი, მაგალითად, რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა. საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა კი სწორედ ესაა.

კორუფციის აღქმის ინდექსი 181 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები 100 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და შესაბამისად, კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან:

საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს, ​​თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ კორუფციის რისკებს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს.

პარტიამ ასევე გააძლიერა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა.

2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ავტორიტარულ შემობრუნებაზე საუბრობენ, რაც გამოიხატება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავების მცდელობით. ეს მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და მთლიანობაში აზიანებს ქართულ საზოგადოებას.

ქვეყნების თითქმის ორ მესამედში, რომელთა CPI ქულები მნიშვნელოვნად შემცირდა 2012 წლიდან, შეინიშნება გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელი ტენდენცია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევის შედეგად, მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება.

ასეთ კონტექსტში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მამხილებლებისთვის უფრო რთულია კორუფციაზე თავისუფლად საუბარი, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირების მხრიდან იზრდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 10, 2026
160
მთავარი

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამმა ქართველმა, საბერძნეთში, 47 წლის კაცი სასტიკად სცემა

თებერვალი 10, 2026
12
მთავარი

სამმა ქართველმა, საბერძნეთში, 47 წლის კაცი სასტიკად სცემა. პოლიცია, 23, 24 და 26 წლის საქართველოს მოქალაქეები დააკავა. დაკავებულები შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანეს.

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 10, 2026
7
მთავარი

აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება. აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს 7 კვირა გრძელდება. მთელი...

დაწვრილებითDetails

დებატებში 8 მონაწილე ვიყავით, საიდანაც 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა- კობახიძე

თებერვალი 10, 2026
8
მთავარი

ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ „რუსთავი...

დაწვრილებითDetails

“ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა”- კობახიძე

თებერვალი 10, 2026
2
მთავარი

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა. შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია – პაპუაშვილი

თებერვალი 10, 2026
5
მთავარი

გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევეს

თებერვალი 10, 2026
3
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი კაციაშვილმა სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა

თებერვალი 10, 2026
60
მთავარი

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მე_10 კლასის მოსწავლე, გიორგი კაციაშვილი, სტივ ჯობსის აკედამიაში სწავლობს. გიორგი აკადემიაში 100%- იანი გრანტით ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 10, 2026
5
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჯგუფური ძალადობის, ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

თებერვალი 10, 2026
20
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი: 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».