ნიგერიაში, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა1-ელ ნოემბერს, ლაგოსში, 22-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა.
მაშველებმა ცხრა ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩამონგრევის დროს შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.