ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4 805 210 ადამიანი დაინფიცირდა, 1 860 051 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ინფექციას 316 853 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (90 978) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (34 636), მესამეზე კი – იტალია (31 908).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.










