საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 3 539 ადამიანმა დაამარცხა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო 7 დღის – 11,14%
ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (2 540 ინფოცირებული) გამოვლინდა, აჭარაში – 810, იმერეთში –782, ქვემო ქართლში – 307, შიდა ქართლში – 363, გურიაში – 172, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 513, მცხეთა-მთიანეთში – 157, სამცხე-ჯავახეთში – 146, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 50.








