საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა. ერთი საკარანტინო სივრცეში, მეორე კი ქობულეთში კვლევის შედეგად დადასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტი მკურნალობს.
ექიმების ინფორმაციით, ხუთ ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე ცნობით, დღეს შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებულმა ორმა პირმა კლინიკა დატოვოს.
„გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე ქობულეთთან დაკავშირებული შემთხვევაა. განსაზღვურულია მასთან კონტაქტში მყოფი პირები, შესაბამისად, 23 პირი თვითზიოლაციის წესს დაექვემდებარა.
გუშინ ქობულეთში 140 პირს კვლევა ჩაუტარდა და მათი პასუხი არის უარყოფითი. ქობულეთის შემთხვევებთან დაკავშირებით საკარანტინო სივრცეში 60 პირი იმყოფება, ხოლო 50 კი თვითზიოლაციას დაექვემდებარა”,- განაცხადა ნონა ეფაძემ.