LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კორონავირუსის პანდემიის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ცნობილია

დაპოსტა 2020/11/26-ში
კორონავირუსი ქუთაისი
361
ნახვა
გაზიარება

კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, საუბარია შეზღუდვების 28 ნოემბრიდან შემოღებაზე, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება.

არაოფიციალური ცნობით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა, თუმცა ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, აიკრძალება სპორტდარბაზები, თუმცა იმუშავებს სალონები. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებთან ერთად კონსულტაციები გამართა, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების თაობაზე მსჯელობდნენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს განაცხადა, მთავრობა დააკვირდება ვირუსის გავრცელების ტენდენციას.

“მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 – კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“,-აცხადებს ტიკარაძე.

გაზიარება144

დაკავშირებული -პოსტები

“105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას”- პაპუაშვილი

თებერვალი 25, 2026
4
მთავარი

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

” ბრიტანეთის ელჩი ითხოვს, არ შემოვიტანოთ რუსული გაზი თუ ბენზინი, მისი პასუხია: „ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენც ძვირი გადაიხადეთ“-შალვა პაპუაშვილი

თებერვალი 25, 2026
12
მთავარი

გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბრიტანეთის ელჩის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ-შსს

თებერვალი 25, 2026
24
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, - ამის შესახებ სუს-ის...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს” – პრემიერი

თებერვალი 25, 2026
5
მთავარი

ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც „იმედში“, ისე POSTV-ში – კობახიძე

თებერვალი 25, 2026
9
მთავარი

დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე POSTV-ში, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით...

დაწვრილებითDetails

შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 25, 2026
7
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან სააგენტო იწყებს სასიგნალო იარაღის რეგისტრაციას და შესაბამისი ნებართვის გაცემას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული: https://shorturl.at/bUt37

დაწვრილებითDetails

“4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ”-კობახიძე

თებერვალი 25, 2026
11
მთავარი

4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადების თაობაზე...

დაწვრილებითDetails

ახალი ინფორმაცია ვრცელდება ახალშობილზე, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა

თებერვალი 25, 2026
27
მთავარი

ბათუმის კლინიკა „მედინას“ დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „უკეთესად შეიძლება შეფასდეს“, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ჯუმბერ უნგიაძე „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია

თებერვალი 25, 2026
5
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან, დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა....

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 25, 2026
8
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული მ.თ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».