კორონავირუსის “იოტა” შტამი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცირკულირებს, COVID-19-ით ინფიცირების დროს ასაკოვან პაციენტებში ლეტალობის რისკს 46–82%-ით ზრდის.
ამის შესახებ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ექსპერტებმა და მეილმანის სახელობის კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერებმა განაცხადეს. კვლევის პრეპრინტი პორტალზე medrxiv.org გამოქვეყნდა.
კვლევის დროს მეცნიერებმა 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე ნიუ-იორკში შეგროვებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები გაანალიზეს, მათემატიკური მოდელირება ჩაატარეს, რათა ვირუსის გადაცემის სიჩქარე, იმუნიტეტისგან თავის არიდების უნარი და აღნიშნული შტამის ლეტალობა დაედგინათ.
ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ სხვა შტამებთან შედარებით, “იოტას” ვარიანტმა 45-64 წლის ასაკში ინფიცირებისას ლეტალობის კოეფიციენტი 46%-ით გაზარდა, 75 წლის ზემოთ ასაკის პირებში კი 62%-ით.
მეცნიერები ახალ შტამზე დაკვირვებას განაგძრობენ.