ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 236 296 მილიონი დაინფიცირდა, 1 010 805 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ინფექციას 228 611 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (61 670) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (27 682), მესამეზე კი – ესპანეთი (24 275).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.










