საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული 80 წლის ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამის შესახებ განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა გააკეთა. მისი თქმით პაციენტის კლინიკაში შეყვანის დროს კრიტიკულად მძიმე იყო, ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. თუმცა დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ლევან რატიანის თქმით მას მარსელის ეფექტით მკურნალობენ, რაც მხოლოდ ორი პრეპარატის მიღებას გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.










