ზუთხისებრები გადაშენების საფრთხის წინაშე
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგების განხილვისას ხშირად მახვილდება ყურადღება თუ რა გავლენა მოახდინა მან გარემოზე, თუმცა არა მდინარის ფაუნაზე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი რომ, სწორედ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ სხვა ფაქტორებთან ერთ ზუთხისებრი თევზები გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა.
დღეისათვის ზუთხისებრები ბუნებრივ გამრავლებას საქართველოში მხოლოდ მდინარე რიონში ახერხებენ, თუმცა 57 კილომეტრიანი სატოფედან, მხოლოდ 9 კილომეტრია დარჩენილილი.
[twenty20 img1=”11056″ img2=”11055″ offset=”0.5″ before=”1922″ after=”2019″]
პირველ რუკაზე დატანილია 1922 წელს საქართველოში ზუთხისებრთა გავრცელების არეები, ხოლო რუკა 2-ზე ახლანდელი მდგომარეობა. რუკები მომზადებულია არჩილ გუჩმანიძის სადისერტაციო კვლევის მიხედვით
საქართველოში გავრცელებული 6 სახეობიდან, 6-ვე ზუთხისებრები საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს წარმოადგენს. კითხვის გაგრძელება