კონსილიუმის დასკვნა “ქართული ოცნებისთვის” შესაძლოა, დიდ თავის ტკივილად იქცა – ასე პასუხობს სახალხო დამცველი ირაკლი კობახიძის ახალ თავდასხმას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ლომჯარია “ნაციონალურ მოძრაობასთან ” ერთად საქართველოში ომის დაწყებას გეგმავდა. ლომჯარია ფიქრობს, რომ ეს ბრალდებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთი კომპეტენტური და კვალიფიციური არგუმენტი ვერ თქვა ექიმების გუშინდელი დასკვნის გასაბათილებლად.
,,დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და ცოტა რთულია, ეს გამოვიყენოთ საპირწონედ სამედიცინო არგუმენტაციებისა და დასკვნისა, რაც ჩვენ გუშინ გამოვაქვეყნეთ.
ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, არც ერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, ჩვენ არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. შეიძლება ეს პოლიტიკურად, არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად ნამდვილად იქნება საერთაშორისო სასამართლოებში“, – ამბობს ნინო ლომჯარია.