თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.
კონსერვატორიის ინფორმაციით არჩევნები 12 მარტს გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე.
2023 წლის 30 ოქტომბრიდან დღემდე კონსერვატორიის რექტორის მოვალეობას გიორგი შავერზაშვილი ასრულებდა.