LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კონკურსი “სუფთა რეგიონი” დაიწყო

კონკურსი “სუფთა რეგიონი” დაიწყო

დაპოსტა 2019/10/15-ში
A A
198
ნახვა
გაზიარება

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ გიწვევთ კონკურს „სუფთა რეგიონში“ მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“ ტარდება, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:

„სუფთა რეგიონი“
„სუფთა მუნიციპალიტეტი“
„სუფთა ქალაქი“
„სუფთა სოფელი“
„სუფთა ქუჩა“
„ლამაზი ეზო“
„ლამაზი აივანი“
„ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ა/წ. 31 დეკემბრამდე, ფოტო და ვიდეო მასალები შეუძლიათ გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@greens.ge,nino chkhobadze @gmail.com.

კონკურსის გამარჯვებული ნომინანტების გამოვლენა მოხდება გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სოლომონ პავლიაშვილის 2019 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №2-842-ის შესაბამისად შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები) მიერ. შემდეგ კი გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ პირველად ჩატარდა 2015 წელს, პროექტი „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში და თავიდან მხოლოდ 4 ნომინაციას მოიცავდა (ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა და სოფელი). შემდგომში საზოგადოების აქტიურობამ გაზარდა ნომინაციების რიცხვი.

კონკურსმა პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.

შეფასების კრიტერიუმები :

ყველაზე სუფთა რეგიონი

 რამდენად პრიორიტეტულია რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია გარემოს გაუმჯობესებაზე ნარჩენების შემცირების მიზნით
 რამდენი პროცენტით არის შემცირებული რეგიონებში 2018-2019 წლებში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში „საქართველოს მწვანე მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ გამოვლენილი და აღრიცხული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა:
 რეგიონში, იმ დასახლებული პუნქტების პროცენტული აღრიცხვა, საიდანაც ხდება ნარჩენების შეგროვება:
 რეგიონში მუნიციპალიტეტის მიხედვით, 2018-2019 წლებში ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში მონაწილე მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა.
 რამდენად აქტიურად არის ჩართული რეგიონალური მედია საშუალებები ნარჩენების მართვის პრობლემების გაშუქებაში.

ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი

 2018-2019 წლებიდან დღემდე რამდენით არის შემცირებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;
 ნარჩენების მართვის კუთხით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული სხვადასხვა აქტივობები და მათში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი;
 მუნიციპალიტეტების მიხედვით რამდენი დასახლებული პუნქტიდან ხდება ნარჩენების გატანა და ამ კუთხით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტის გამოვლენა;
 იმ მუნიციპალიტეტის გამოვლენა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს შემცირებული დაბინძურებული ფართობი
 მუნიციპალიტეტში ნარჩენების გეგმის აღსრულების პროცენტი, ეფექტიანობა;

ყველაზე სუფთა ქალაქი/დაბა

 2017-2018 წლებიდან დღემდე, ქალაქების ტერიტორიებზე შემცირებული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;
 მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პროლემების მოსაგვარებლად გატარებული აქტივობები;

ყველაზე სუფთა სოფელი/თემი
 2018-2019 წლებიდან დღემდე რამდენადაა შემცირებული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;
 სოფლის მოსახლეობის მიერ ნარჩენების პრობლემის მოსაგვარებლად გატარებული აქტივობები;

ყველაზე სუფთა ქუჩა

 2018-2019 წლებიდან დღემდე რამდენადაა შემცირებული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;

სუფთა, ლამაზი ეზო

 შეფასება მოხდება მოსახლეობის მიერ წარდგენილი სურათების მიხედვით და ადგილზე გადამოწმებით;

სუფთა, ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო

 შეფასება მოხდება საწარმოს/დაწესებულების მიერ წარდგენილი სურათების მიხედვით და ადგილზე გადამოწმებით;

ლამაზი აივანი

 შეფასება მოხდება მოსახლეობის მიერ წარდგენილი სურათების მიხედვით და ადგილზე გადამოწმებით

შეფასების ძირითადი ინდიკატორები
 არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა 2018-2019 წლებში
 დასახლებული პუნქტების რაოდენობა (პროცენტებში), სადაც ხდება ნარჩენების შეგროვება
 რეგიონში/მუნიციპალიტეტში შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესრულების პროცენტი და ეფექტიანობა.
 აქტიურობის ხარისხი სოციალური ქსელებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.
 რეგიონში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების რამდენმა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში (აქციები ან სხვა ღონისძიებები)
 ხდება თუ არა სეპარირება ან რაიმე სხვა აქტივობა ნარჩენების პრობლემის გადასაჭრელად?

თეგები: კონკურსისუფთა რეგიონი
გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში ელექტროენერგია 87 378-ჯერ გაითიშა

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოში 2025 წელს, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის 87 378 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში ელექტროენერგეტიკის...

დაწვრილებითDetails

,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 34 440...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
მთავარი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს. ქენან ისმაილოვის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საპატრიარქოს, სახალხო დამცველს და საზოგადოებას მიმართავენ

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

"მოგესალმებით. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ. მუშაობაში სხვებთან იდეების გაზიარება სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ფულის ხარჯვა აკონტროლეთ და წონასწორობის შესანარჩუნებლად მედიტაცია სცადეთ. კურო სიყვარულსა და ურთიერთობებში სიმშვიდე იგრძნობა. გაუფრთხილდით არასასურველ ხარჯებს და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"