LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დარღვევის ფაქტი დაადგინა

კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დარღვევის ფაქტი დაადგინა

დაპოსტა 2024/01/09-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან, ასევე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.

კერძოდ:

• ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – “სადისტრიბუციო კომპანიას” (“სადისტრიბუციო კომპანია”, შპს “კავეა საბურთალო” შპს “კავეა გალერეა”, შპს “კავეა თბილისი მოლი”, შპს “რუსთაველი ჰოლდინგ სინემა”, შპს “ამირანი”, შპს “აპოლო ბათუმი”) – 1 120 562 ლარი

• შპს “თინეთს” (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544 328 ლარი

• შპს “ელ.ბილეთებს” (მომჩივანი) – 5 368 ლარი

“მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზისვის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.

მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო.

მოკვლევა 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა – სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადასტურდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით 3 განსახილველად სავალდებულოდ რეკომენდაცია გაიცა. რაც მოიცავს შემდეგს – ბილეთების ონლაინ რეალიზაციის მიზნით, პარტნიორი ეკონომიკური აგენტის/აგენტების შერჩევის პროცესი განხორციელდეს საჯარო, ღია და ხელმისაწვდომი საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, ხოლო შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება უზრუნველყოფილ იქნას ყველა დაინტერესებული ეკონომიკური აგენტისთვის. ასევე, ბილეთების დისტრიბუტორებმა, ორგანიზატორებმა, ონლაინ რეალიზატორებმა სახელშეკრულებო ურთიერთობები აწარმოონ იმგვარად, რომ ის არ აწესებდეს გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად და არ ზღუდავდეს ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას შესაბამის ბაზარზე. გარდაუვალი აუცილებლობით ექსკლუზიური მიწოდების პირობის გამოყენების შემთხვევაში უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია სააგენტოს განხილვის საგანი გახდეს.

სანქცირებულ კომპანიებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 8 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 6 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, კინოთეატრების ელექტრონული ბილეთების რეალიზაციის, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა – ავტობაზრობის და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მთავარი

საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო...

დაწვრილებითDetails

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
მთავარი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“....

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – სასტიკი მკვლელობა თბილისში

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 13 ივლისს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცივი იარაღით...

დაწვრილებითDetails

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია. როგორც „საქსტატის“ მიერ...

დაწვრილებითDetails

გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!!-მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 31, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს: გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!! მიჭირს ხალხთან ღია ურთიერთობა, მრცხვენია სიცოცხლის, ამიტომ სახლიდან არ გავდივარ. მაგრამ გიგას საქმეზე მიწევს ხოლმე გასვლა....

დაწვრილებითDetails

კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ახალი კვირა ფინანსურ კუთხით ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების პერიოდია. ზოგისთვის ეს იქნება შესაძლებლობების გაფართოება, სხვებისთვის — ხარჯების გადახედვისა და სიფრთხილის დრო. ♈ ვერძი კვირა აქტიურად იწყება. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდეს,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სააღდგომოდ სასაფლაოები იწმინდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 31, 2026
0
სასაფლაო
მთავარი

" 13 საქალაქო სასაფლაოზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაგროვილი ნარჩენების გატანა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქტიურად იწმინდება ქუთაისის 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზები და შიდა ბილიკები, ასევე მიმდინარეობს სასაფლაოების...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"