საინტერესო მასალაზე დავიწყებთ მუშაობას, კომპოზიტორი იქნება ერეკლე დეისაძე – ამის შესახემ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” მსახიობმა ენდი ძიძავამ განაცხადა.
“ძალიან საინტერესო მასალაზე დავიწყებთ მუშაობას, ეს იქნება თეატრის გარეთ გაკეთებული, ეს იქნება ქართველი დრამატურგის ნინო ხარატიშვილის პიესა “ელექტრას ომი”. დამდგმელი რეჟისორი იქნება გურამ მაცხონაშვილი, კომპოზიტორი ერეკლე დეისაძე. იქნებიან ჩამოსულები მსახიობები თბილისიდან და ასევე ქუთაისის თეატრის რამდენიმე მსახიობი. ლოკაცია იქნება თავისუფალი.” – განაცხადა ენდი ძიძავამ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში”
როგორც მსახიობმა აღნიშნა გურამს ახასიათება ლოკაციები არა თეატრში , არამედ თეატრს გარეთ.