“სასიამოვნო სიახლე კვირის ბოლოს”-წერს ირაკლი მხეიძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი.
“ქუთაისის სპარისა და დეილის ფილიალებში GTUC-ს ჩართულობით, ჩვენ ბენეფიციარებს (მაღაზიის კონსულნტანტებს) სახელფასო დანაკლისები აუნაზღაურეს! ჩვენმა ჩართულობამ ასევე გავლენა იქონია სხვა თანამშრომლების ხელფასებზეც.
კომპანია ალიანსმა სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ ჩვენს ბენეფიციარებს სახელფასო დანაკლისი სრულად აუნაზღაურა.”- წერს მხეიძე მის ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ რომ უფლებადამცველმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა რომ ,,სპარისა’’ და ,,დეილის’’ სუპერმარკეტების ქსელების ქუთაისის ფილიალებში დასაქმებულთა კერძოდ კი კონსულტანტების უფლებბეი ირღვეოდა, კერძოდ მათ არ ქონდათ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები და იქვითებოდათ ხელფასები.