მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუდაურის სასტუმროსთვის თანამშრომლებს ერთი თვეა უშედეგოდ ეძებს:
„ძვირფასო მეგობრებო, თვეზე მეტია ვეძებთ გუდაურის სასტუმროსთვის შესაბამის თანამშრომლებს: ბარმენს, ორ ოფიციანტს და შეფ მზარეულს. ანაზღაურება დღევანდელ პირობებში ძალიან კარგია. ყველა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იყო გავაკეთეთ განაცხადი.
ერთი რამე მაინტერესებს, ამდენი გაჭირვების, უმუშევრობის, წუწუნის და მუდამ უკმაყოფილების ჟამს, ნუთუ არავის უნდა მუშაობა? ეს რა საოცარი ქვეყანაა, გაგიჟება შეიძლება რა. ალო, ალო, გამოფხიზლდით ცოტა და მუდამ ვიღაცის გადმოგდებულს ნუ ელოდებით“, – წერს ქუთათელაძე.










