ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე “კოლხური შადრევნის” რეკონსტრუქცია იგეგმება.
შადრევნის რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (NAT190019964) 17 ოქტომბერს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარია.
დაზიანებულია შადრევნის მოპირკეთების ფილები; გასამართია ელ. მომარაგების და განათების სისტემები; წყლის მიწოდების სისტემა საჭიროებს დახვეწა-გამართვას.
წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს იწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება.
“კოლხური შადრევანი” ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა. შადრევანი, რომელზეც 30 მოოქროვილი კოლხური ქანდაკებაა დადგმული, ქუთაისის ბიუჯეტს 3 მილიონ ლარამდე დაუჯდა.